Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავქსენტი ცაგარელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიღომი. ცაგარელის პირველი პიესა იყო კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1878). მეტად პოპულარული პიესა "ხანუმა" (1882). ცაგარელს ეკუთვნის დრამები: "მათიკო" (1880), "ცისარტყელა" (1900); კომედია "ციმბირელი" (1886); ვოდევილები: "ჭკუისა მჭირს" (1897), "როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო" (1900); ლექსები: 'პოეტი' (1882), "ყარაჩოღელი ლოთი" (1885), "ჩვენი ქალები"(1892), "ნატვრა" (1900); პუბლიცისტური წერილები და სხვა. მწერალი სატირულ პამფლეტებს აქვეყნებდა გაზეთ "დროებაში" სათაურით "დუდუკი". 1936 თბილისში გამოვიდა ცაგარელის "კომედიები". მისი ზოგიერთი კომედია ქართული დრამატურგიის ოქროს ფონდში შევიდა. ა. ცაგარელის ნაწარმოებების გმირები არიან უსახსროდ დარჩენილი თავად–აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები, ყარაჩოხელები და სხვა, შესანიშნავად აღწერს იგი ქალაქურ ყოფას. პიესა "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს (1965, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი), ხოლო კომედია "ხანუმა" ამავე სახელწოდების ფილმს (1926, რეჟისორი ა. წუწუნავა), ვ. დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტეს" ლიბრეტოსა და ფილმს "ქეთო და კოტე" (1948, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი). 1968 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ რ. სტურუამ დადგა სპექტაკლი "ხანუმა". ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა იმთავითვე დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა, დიდმა ცხოვრებისეულმა სიმართლემ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.182; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.108-109 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |