შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გაწერელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის პედინსტიტეტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1927 წლიდან. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი - 1945წ., გრიგოლ ორბელიანი - 1957წ., ვაჟა-ფშაველა - 1961წ.; აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი - 1953, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა"- 1936წ., ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: "ჩირიურთი", "იმამი ლოჟაში" - 1942წ., "ბოსკოს შეგირდი" - 1942წ., "სიკვდილი ბარათაშვილისა" - 1945წ., 1960წ. გამოაქვეყნა ნოველები, 1972წ. - მოთხრობა "შამილი და მისი ნაამბობი". ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1954). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.434 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |