| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
აკაკი გაწერელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის პედინსტიტეტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1927 წლიდან. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი - 1945წ., გრიგოლ ორბელიანი - 1957წ., ვაჟა-ფშაველა - 1961წ.; აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი - 1953, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა"- 1936წ., ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: "ჩირიურთი", "იმამი ლოჟაში" - 1942წ., "ბოსკოს შეგირდი" - 1942წ., "სიკვდილი ბარათაშვილისა" - 1945წ., 1960წ. გამოაქვეყნა ნოველები, 1972წ. - მოთხრობა "შამილი და მისი ნაამბობი". ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი -1954წ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

