The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



სანდრო ცირეკიძე

სანდრო ცირეკიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ცირეკიძე
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1923  (29 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 1912 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 წელს შეეყარა ტუბერკულიოზი და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო ბაგრატის ტაძარი. 1916 წელს დაუახლოვდა "ცისფერყანწელებს". დააარსა გამომცემლობა "კირჩხიბი", 1919 წელს შეადგინა "ახალი მწერლობის ანთოლოგია", 1921 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთვარეულები", მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ შვილდოსანს, 1919 წელს თარგმნა და გამოსცა სტეფან მალერმეს "ლექსები და პროზა", ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ცისფერყანწელები", წევრი
  • მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი, დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია

  • რაინდთა ლანდები : მინიატურები, ლიტერატურული წერილები, თარგმანი, პირადი წერილები (ავტორი). - ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2010. - 196გვ.. - ISBN: 978-9941-0-2779-6
  • მუნჯი მოციქული : მოთხრობები და მინიატურები (ავტორი). - ქუთაისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1981. - 115გვ.

გააზიარე: