The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერონტი ქიქოძე

გერონტი ქიქოძე
Date of birth:8 September, 1888
Date of death:1 August, 1960  (at 71 years)
Burial location:ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Literary scholar, Scientist, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1912 წელს.

პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ "მოგზაურში". ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან.

ოციან წლებში გ. ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1927-1928წწ. იყო ლიტერატურული დაჯგუფების "არიფიონის" ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის "არიფიონის" თანაავტორიც. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი "ტრისტანი და იზოლდა", "წითელი და შავი". "იტალიური ქრონიკები", "შაგრენის ტყავი", პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა. იგი ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.343

Bibliography


Share: