The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1999  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში,   რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: "გამოღვიძება" და "ნოემბრის ქარი". მისი პიესები "უცნაური ბიჭი", "საბედისწერო ოპერაცია", "იისფერა", "არა შეჯდა მწყერი ხესა", "ჯადოსნური ბურთი"  წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის სცენაზე მან განასახიერა როლები: ოპტიმისტენკო - მაიაკოვსკის "აბანო",  ბობჩინსკი - ნ. გოგოლის, "რევიზორი" ჯეკობს უმცროსი, ი. ილფისა და პეტროვის "მშვიდობის კუნძული". რუსთაველის სახელობის სცენაზე მან განასახიერა შემდეგი როლები: ივანიკა - გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", ივლიანე - გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები", ნიკოლ - ჟ. მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", ვანგი- ბ. ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", გენერალი ბერდოსანი - შ. დადიანის "გუშინდელნი",  რწმუნებული - პ. კაკაბაძის  "ყვარყვარე", ქიმიის მასწავლებელი - ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი",  ლეონტი - ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე", გ. ნახუცრიშვილის "სალამურა"  - კინა-ლოკო; გადაღებულია ფილმებში:  "ფერისცვალება" (რეჟ. ლანა ღოღობერიძე, 1968),  "წუთისოფელი" (ევტიხი, რეჟ.: შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე, 1971), "მინდვრის ყვავილი" (რეჟ. კარლო ღლონტი, 1974), "იყო და არა იყო რა" (რეჟ. ნოდარ ომიაძე, 1976), "ნატვრის ხე" (იფრო, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1976), "რბოლა" (რეჟ. თამაზ გომელაური, 1977), "სამი ალიყური" (რეჟ. ელგუჯა ჟღენტი, 1982), "დანაშაული მოხდა" (რეჟ. ნანა მჭედლიძე, 1988), "სიბრძნე სიცრუისა" (ბრმა, გზირი, ვაჭარი, მსაჯული, რეჟ. ნანა ხატისკაცი, 1991), "წითელი პათეფონი" (რეჟ. დევი აბაშიძე, 1995).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 403წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.57

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიურო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: