ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გიორგი ლასხიშვილი
| სხვა სახელი: | ლალი (ფსევდონიმი) |
| დაბადების თარიღი: | 1866 |
| გარდაცვ. თარიღი: | 1931 (65 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | პუბლიცისტი |
ბიოგრაფია
გიორგი ლასხიშვილი იყო ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გ. ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა ''ივერიის'' რედაქციაში, სადაც ''ლალის'' ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობდა ''ნოვოე ობოზრენიეში'', ''მოამბეში'', ''კვალში''. 1900-დან იყო ''ცნობის ფურცელის'' ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წ. პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ ''საქართველოს'' ერთ-ერთი რედაქტორი.
ბიბლიოგრაფია
- მემუარები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1992. - 260გვ.
|