ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გრიგოლ დადიანი
| სხვა სახელი: | იოანე მეგრელი (ფსევდონიმი) კოლხიდელი (ფსევდონიმი) მეგრელი (ფსევდონიმი) |
| დაბადების თარიღი: | 6 ოქტომბერი, 1814 |
| გარდაცვ. თარიღი: | 19 იანვარი, 1902 (87 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | პოეტი, სამხედრო პირი |
ბიოგრაფია
1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლაიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე - გენერალ-ადიუტანტის წოდება. გრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა "რუხის ბრძოლა", რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("ცისკარი", "ივერია" და სხვა). წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტრაოსნის" თარგმნის საქმეში. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.
ბიბლიოგრაფია
|