Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები. მუშაობდა "ლიტერატურნაია გაზეტას" კორესპონდენტად. 1958-1960 წწ. იგი მუშაობდა კინოსტუდია ''ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილების გამგედ. 1963 წელს გამოაქვეყნა წერილების კრებული ''პოეტები და პოეზია", 1965 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში XIX საუკუნის განყოფილების ხელმძღვანელია. 1969 წელს ''მერანი და მისი ავტორი" გამოიცა, რომელიც საფუძვლად დაედო 1974 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიას "ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე". ამავე წელს იბეჭდება ნაშრომები - ალ. ყაბზეგისა და გ. ჭალადიდელის მოღვაწეობაზე კრებულში ''ქართული ლიტერატურის XIX საუკუნის II ნახევრის ისტორია". 1975 წელს მონაწილეობდა აფრო-აზიის მწერალთა და ლიტერატორთა სიმპოზიუმში ფილიპინებზე, დედაქალაქ მანილაში, რომლის შესახებ გამოაქვეყნა წერილი ''ფორტ სანტ-იაგოდან ხატინამდე". 1978 წლიდან ჟურნალ ''ლიტერატურნაია გრუზია"-ს მთავარი რედაქტორია. 1982წ. აპრილში გამოქვეყნდა გახმაურებული წერილების კრებული - ''სათავეებთან" (რამდენიმე ცდა ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების გასარკვევად). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - ''ევოლუცია ქართული პოეტური აზროვნებისა XIX საუკუნეში", დაიცვა 1977 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.61 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |