ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
დემნა შენგელაია
| დაბადების თარიღი: | 9 მაისი, 1896 |
| გარდაცვ. თარიღი: | 7 დეკემბერი, 1980 (84 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადრბის ადგილი: სოფ. საჭილაო, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.
სასწავლებლად თბილისის რკინიგზის სკოლაში მიაბარეს, შემდგომ კი ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რომელიც 1917 წელს დაასრულა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დ. შენგელაია სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გამგზავრებულა, მაგრამ რამდენიმე თვეში უკან დაბრუნებულა და 1917-1919 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგით ჯარისკაცს, მონაწილეობა მიუღია სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც. 1920 წელს მას სწავლა გაუგრძელებია თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლისათვის თავი დაუნებებია და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შესდგომია. 1932 წელს დ. შენგელაია სასწავლებლად შედის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი გატაცებით ეუფლებოდა ახალ სპეციალობას, მწერლობის დიდ სამყაროში უკვე სამუდამოდ ფეხშედგმულმა სამიოდე წლის შემდგომ მიანება სწავლას თავი და მთელი ძალა და ენერგია შემოქმედებით მოღვაწეობას დაუთმო. სხვადასხვა დროს იგი იყო სამწერლო ორგანიზაციის პრეზიდიუმისა და ლიტერატურული ჟურნალ გაზეთების რედკოლოგიათა წევრი, მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების ხელმძღვანელი, გამომცემლობა "ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტული გაზეთის რედაქტორი. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ფოლკლორისტიკაში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- შთაგონება : რომანი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 148გვ.
- ბათა ქექია : რომანი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1933. - 300გვ.
- ლაფშა : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, 1926. - 34გვ.
- სანავარდო : რომანი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1926. - 197გვ.
|