The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბარნოვი

ვასილ ბარნოვი
Legal name:ვასილ ბარნაველი
Date of birth:3 June, 1856
Date of death:4 November, 1934  (at 78 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოდა, ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ "შ. ნუცუბიძის კურსებზე". გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. იგი არის  ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" გამოქვეყნდა 1878 ("დროება", N 220-227), პირველი ლექსი "ქართველი ქალი" - 1879 ("დროება", N149), პირველი ორიგინალური მოთხრობა "პატარა ლევანი" - 1893 ("კვალი", N2), პირველი რომანი "ისნის ცისკარი" - 1901 ("მოამბე", N18). ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,1977.-გვ.213; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.50

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1917-1934)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1880-)

Bibliography


Share: