The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ლარისა ვაშაკიძე

ლარისა ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 2014  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1957 წელს.

1858 წლიდან მუშაობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1965 წელს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მოისმინა გენეტიკისა და ციტოლოგიის სრული კურსი. მიიღო ციტოლოგის კვალიფიკაცია. 1980 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ მუშაკის წოდება გენეტიკის განხრით. სხვადასხვა დროს იყო ვაზის სელექცია-ამპელოგრაფიის განყოფილების ასპირანტი, ციტოგენეტიკის ლაბორატორიის უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე. ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების გამგის მოადგილე, გენეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. გამოქვეყნებული აქვს 161 სამეცნიერო შრომა, ერთი მონოგრაფია, სამი გამოგონება. 1980 წლიდან დღემდე აღზრდილი ყავს მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი.

არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საღვინე ვაზის ახალი ჰიბრიდების გამოვლინება ქართლის პირობებისათვის", დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვაზის ქართული გენოტიპის იდენტიფიკაციისა და ზოგიერთი ფიტოტექნიკური ღონისძიებების ოპტიმიზაციის მეცნიერული საფუძვლები", დაიცვა 2006 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, გენეტიკისა და სელექციონერთა საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, სწავლული მდივანი (1971-1996)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილება, აკადემიკოს ნ. ვავილოვის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი (გენეტიკისა და სელექციაში გაწეული შრომისთვის)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: