Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლარისა ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1957 წელს. 1858 წლიდან მუშაობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1965 წელს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მოისმინა გენეტიკისა და ციტოლოგიის სრული კურსი. მიიღო ციტოლოგის კვალიფიკაცია. 1980 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ მუშაკის წოდება გენეტიკის განხრით. სხვადასხვა დროს იყო ვაზის სელექცია-ამპელოგრაფიის განყოფილების ასპირანტი, ციტოგენეტიკის ლაბორატორიის უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე. ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების გამგის მოადგილე, გენეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. გამოქვეყნებული აქვს 161 სამეცნიერო შრომა, ერთი მონოგრაფია, სამი გამოგონება. 1980 წლიდან დღემდე აღზრდილი ყავს მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი. არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საღვინე ვაზის ახალი ჰიბრიდების გამოვლინება ქართლის პირობებისათვის", დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვაზის ქართული გენოტიპის იდენტიფიკაციისა და ზოგიერთი ფიტოტექნიკური ღონისძიებების ოპტიმიზაციის მეცნიერული საფუძვლები", დაიცვა 2006 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |