| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
მჭედლიშვილი გიორგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1983 წლიდან დღემდე ლექციების კურსს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან. 1990-1991 ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიურ პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაზე. დამთავრული აქვს საქართველო-საბერძნეთის საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული აკადემია "ტასის დემოკრატის" ევროსაბჭოს პროგრამით, ჟურნალისტის სპეციალობით. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სტუდენტურ ექსპედიციებს. 1999-2001 წლებში მონაწილეობდა ბუდაპეშტში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროგრამებში. 2003 წელს მონაწილეობდა ისრაელში მაშავის პროგრამით გამართულ "უმაღლესი განათლების" კურსებზე. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და თითქმის ამდენივე საგაზეთო წერილის. ამჟამად მუშაობს კავკასიისა და ტექნიკურ უნივერსიტეტებში სრული პროფესორის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა- "საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა", დაიცვა 1983 წელს, სადოქტორო დისერტაცია- "შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრი და "ვეფხისტყაოსანი", დაიცვა 2002 წელს. საქართველოში ისტორიულ კულტუროლოგიაში ერთ-ერთ პირველს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

