The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მჭედლიშვილი

გიორგი მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1956
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 2020  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს. 

1983 წლიდან ლექციების კურსს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან; 1990-1991წწ. ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიურ პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაზე; დამთავრული აქვს საქართველო-საბერძნეთის საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული აკადემია "ტასის დემოკრატის" ევროსაბჭოს პროგრამით, ჟურნალისტის სპეციალობით; სხვადასხვა დროს  ხელმძღვანელობდა სტუდენტურ ექსპედიციებს; 1999-2001წწ. მონაწილეობდა ბუდაპეშტში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროგრამებში; 2003 წელს მონაწილეობდა ისრაელში მაშავის პროგრამით გამართულ "უმაღლესი განათლების" კურსებზე. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და თითქმის ამდენივე საგაზეთო წერილის; მუშაობდა კავკასიისა და ტექნიკურ უნივერსიტეტებში სრული პროფესორის თანამდებობაზე; საქართველოში ისტორიულ კულტუროლოგიაში ერთ-ერთ პირველს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. კულტუროლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრი და "ვეფხისტყაოსანი", დაიცვა 2002 წელს. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: