The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ხუციშვილი

რეზო ხუციშვილი
ოფიციალური სახელი:რევაზ ხუციშვილი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1975-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო არქივებში მეცნიერ მუშაკის თანამდებობიდან რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემდე. 1994 წლიდან არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 2001 წლიდან პროფესორი. 2001-2008წწ. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009-2011წწ. კომპიუტერული ფირმა "გურიან-სოფტ თბილისის" დირექტორი. 2004 წლიდან მფლობელია და ავტორი ვებ-საიტის "ქართული გენეალოგია", რომელმაც 2007 წლის ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან: 1997 და 1998 წლებში საერთაშორისაო კვლევებისა და გაცვლების საბჭოდან (ვაშინგტონი); 2003 წელს ბუდაპეშტის ევროპული უნივერსიტეტიდან; 2006 წელს ბრიტანეთის მუზეუმიდან.   

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპისა და ამერიკის ინსტიტუტის პრეზიდიუმი (თბილისი), წევრი (1994-2006)
  • უნგროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია (ბუდაპეშტი) , წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
    საქართველოში საარქივო დარგის განვითარების, ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის
  • 1997 - ღირსების მედალი
    საქართველოში საარქივო დარგის განვითარების, ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქ. თბილისი, საირმის ქ. კორპ. X, ბინა №38
    ტელეფონი:5(99) 23-54-17
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.geogen.ge

გააზიარე: