შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ქერეჭაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მუსმცოდნეობის სპეციალობით 1986 წელს. 1991-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "THE GEORGIAN TIMES" მუსიკის განყოფილების რედაქტორად; 1993-2000წწ. - გაზეთ "დილის გაზეთი"-ს კულტურის განყოფილების რედაქტორად; 1997-2001წწ. - ქართული PEN-CLUB-ის გაზეთ და ჟურნალ "ქომაგი-ს სამხატვრო საბჭოს წევრი, ხელოვნების განყოფილების რედაქტორად თამარ ლორთქიფანიძისა და ქეთი გოცირიძის ფსევდონიმით; 2001-2003წწ. გაზეთ "ქართული სიტყვა" ხელოვნების განყოფილების რედაქტორად; ამავე პერიოდში მუშაობდა გაზეთ "24 საათი"-ს რუბრიკა "დედაქალაქი" რედაქტორად. თანამშრომლობდა ჟურნალებთან "პირველი" და "მუსიკალური საქართველო". 2004წ. - ვ. სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალის "მოსკოვი ხვდება მეგობრებს" ერთ-ერთი ორგანიზატორი; 2006- 2011წწ. - კინოსტუდია "დამოუკიდებელი კინოპროექტი" PR მენეჯერი; 2007წ. - ფილმის "სახლი სიხარულისა" და 2009 წელს ფილმის "ქუჩის დღეები" მუსიკალური რედაქტორი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კინოსა და მუსიკის ინტეგრაციის საკითხი გ. ყანჩელის შემოქმედებაში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |