| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
თამარ ქერეჭაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მუსმცოდნეობის სპეციალობით 1986 წელს. 1991-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "THE GEORGIAN TIMES" მუსიკის განყოფილების რედაქტორად; 1993-2000წწ. - გაზეთ "დილის გაზეთი"-ს კულტურის განყოფილების რედაქტორად; 1997-2001წწ. - ქართული PEN-CLUB-ის გაზეთ და ჟურნალ "ქომაგი-ს სამხატვრო საბჭოს წევრი, ხელოვნების განყოფილების რედაქტორად თამარ ლორთქიფანიძისა და ქეთი გოცირიძის ფსევდონიმით; 2001-2003წწ. გაზეთ "ქართული სიტყვა" ხელოვნების განყოფილების რედაქტორად; ამავე პერიოდში მუშაობდა გაზეთ "24 საათი"-ს რუბრიკა "დედაქალაქი" რედაქტორად. თანამშრომლობდა ჟურნალებთან "პირველი" და "მუსიკალური საქართველო". 2004წ. - ვ. სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალის "მოსკოვი ხვდება მეგობრებს" ერთ-ერთი ორგანიზატორი; 2006- 2011წწ. - კინოსტუდია "დამოუკიდებელი კინოპროექტი" PR მენეჯერი; 2007წ. - ფილმის "სახლი სიხარულისა" და 2009 წელს ფილმის "ქუჩის დღეები" მუსიკალური რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"კინოსა და მუსიკის ინტეგრაციის საკითხი გ. ყანჩელის შემოქმედებაში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

