The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ალექსანდრე პაპავა

ალექსანდრე პაპავა
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე პაპავა
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1895
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 1977  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1932 წელს.

ალ. პაპავამ დაწყებითი განათლება მიიღო სამრევლო-საეკლესიო სკოლაში, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. სიმწიფის ატესტატი აიღო 1915 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ მატერიალური ხელმოკლეობის გამო იგი ორი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა, ჯერ ატარებდა კერძო გაკვეთილებს, ხოლო 1917 წელს დაიწყო მუშაობა სკოლაში. თსუ-ს ასპირანტურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გაგზავნეს მოსკოვის ზოოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1939 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ პერიოდში ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ცხინვალის (სტალინირის) ინსტიტუტში დააარსა ბიოლოგიის კათედრა და გარკვეული წლები ხელმძღვანელობდა მას. ხოლო შემდეგ, გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტად. მისი პირადი ფონდი ინახება საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: