The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



რამაზ კვარაცხელია

რამაზ კვარაცხელია
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1983  (30 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 
დაამთავრა ქუთაისის  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2006 წელს.
2005წ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწედ. 2006წ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში და ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2006 წლიდან არის ამერიკის სასამართლო ადვოკატირების ნაციონალური ინსტიტუტის NITA-ს სერთიფიცირებული ინსტრუქტორი საქართველოში. 2006-2007წწ. იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2007წ. დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2008წ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსი. მისი მეცნიერული კვლევის სფეროს შეადგენს ადამიანის, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხები.
სადოქტორო დისერტაციის თემა-"სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისათვის". მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • საქართველოს იურისტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    ელ.ფოსტა:

გააზიარე: