The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბიბილური

თამაზ ბიბილური
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1992  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს.

თავდაპირვრლად მუშაობდა გაზეთში "ახალგაზრდა კომუნისტი", 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორის მოადგილედ. მისი სამწერლო დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში "ცისკარი", სადაც მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნდა. 1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - ნარკვევებისა და მინიატურების კრებული, შემდე მოთხრობების კრებული: "ნიღაბი", რომანები: "ჟამი კითხულისა", "მთვარის შვილი", "ჩივილი", რომანი: "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის", ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი: "წელიწადის დრონი" (1989). მისი პიესები "ვიღაც მეძახის" და "მთვარიანი ღამის სტუმრები" წარმატებით იდგმებოდა რესპუბლიკის თეატრის სცენებზე. თამაზ ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. ჟურნალისტ თიურა ვაშაძის მეუღლე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. - თბ., 1994. - გვ.86; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.77

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    წელიწადის დრონი/თამაზ ბიბილური.- თბილისი: ნაკადული, 1989. - 341გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: