Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ბიბილური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა გაზეთში "ახალგაზრდა კომუნისტი" (ბოლოს - რედაქტორის მოადგილედ), ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორის მოადგილედ. ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში "ცისკარი", სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა. 1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული: "ნიღაბი", რომანები: "ჟამი კითხულისა", "მთვარის შვილი", "ჩივილი", რომანი: "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის", ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი: "წელიწადის დრონი" (1989). თამაზ ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. - თბ., 1994. - გვ.86 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |