The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ჭილაძე

თამაზ ჭილაძე
Date of birth:5 March, 1931
Date of death:28 September, 2018  (at 87 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Playwright, Writer, Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ივანე ჯავავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტი 1954 წელს.

მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში" (1958–1964), იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973–1981), 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში "პირველი სხივი" (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები – "ღია სარკმელი" (1958), "მზის საათი" (1962), "ივლისი" (1966), "მახსოვრობა"(1978), "ლექსები" (1987), "მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები – "გასეირნება პონის ეტლით", "შუადღე"(1963), "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), "თეთრი კვამლი" (1967), "აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), "მდგმურები" (1971), "აუზი" (1972) და სხვ. მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). მიღებული აქვს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობის პირველი პრემია პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი" (1996), კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის "საერთაშორისო ადამიანის" წოდები ნომინანტი (1999).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-399გვ; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 417

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1957-2018)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1981-1987)
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტი, პასუხისმგებელი მდივანი (1964-1973)

Awards and Honors

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1978 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის)
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია

Bibliography


Share: