The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი
ოფიციალური სახელი:რევაზ გელოვანი
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1917
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1944  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ძმათა სასაფლაო, ბელარუსი, ვიტებსკის ოლქი, ბერენკოვიჩის რაიონი, სოფ. სანიკი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქარი, თიანეთის რაიონი.

1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975). 

წყარო: poetry.geburusi.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია , ლაურეატი
  • 1973 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • 100 ლექსი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2006. - 132გვ.
  • ოცდაშვიდი გაზაფხული : გამოუქვეყნებელი ლექსებითა და მასალებით შევს. სრული გამოცემა (ავტორი). - თბილისი, მწერალი, 2001. - 256გვ.
  • რჩეული ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 126გვ.
  • უბის წიგნიდან : ლექსები, ბალადები, პოემა, მოთხრობები, წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1964. - 289გვ.

გააზიარე: