The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კარმელი

შალვა კარმელი
ოფიციალური სახელი:შალვა გოგიაშვილი
სხვა სახელი:კარმელი   (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1923  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ქუთაისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში.

ფსევდონიმად "კარმელი" აირჩია - პალესტინაში ბიბლიური მთაგრეხილის აღსანიშნავად. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იეზუიტმა ბერებმა ამ მთაზე დააარსეს მონასტერი და "კარმელისტების" ორდენი. 1918-1919წწ. ცხოვრობდა თბილისში. 1919 წელს, თბილისში, ჟურნალ "თოლაბაურის სარტყელში" დაიბეჭდა მისი ლექსი. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმავე წელს გაწევრიანდა "ცისფერყანწელთა" ორდენში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "საქართველო", "სამშობლო", "მეოცნებე ნიამორები", "ბარიკადი", "რუბიკონი". 1921 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "ბაბილონი". იტაცებდა მითოლოგიური სიუჟეტები და ახალ რითმებს ეძებდა. გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: "აპოკალიფსის ცხენები" და "თეთრი გიორგი", რომლებიც მისი გარდაცვალების გამო გამოუცემელი დარჩა და რაჟდენ გვეტაძესთან ინახებოდა, შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 1922 წელს ტუბერკულოზით დაავადდა და 1923 წელს გარდაიცვალა. 1959 წელს მისი ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო, მაგრამ ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი. 1970 წელს, უმცროსი ძმის, კუკური გოგიაშვილის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა ლექსების მცირე კრებული "ლექსები", კოლაუ ნადირაძის შესავალი წერილით. 1982 წელს ხელმეორედ გამოვიდა ლექსების წიგნი "ბაბილონი".

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.216; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ცისფერყანწელთა" ორდენი, წევრი (1921-1923)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1921-1923)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: