Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კარმელი![]()
Biographyდაბადების ადილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფსევდონიმად "კარმელი" აირჩია - პალესტინაში ბიბლიური მთაგრეხილის აღსანიშნავად. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იეზუიტმა ბერებმა ამ მთაზე დააარსეს მონასტერი და "კარმელისტების" ორდენი. 1918-1919წწ. ცხოვრობდა თბილისში. 1919 წელს, თბილისში, ჟურნალ "თოლაბაურის სარტყელში" დაიბეჭდა მისი ლექსი. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმავე წელს გაწევრიანდა "ცისფერყანწელთა" ორდენში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "საქართველო", "სამშობლო", "მეოცნებე ნიამორები", "ბარიკადი", "რუბიკონი". 1921 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "ბაბილონი". იტაცებდა მითოლოგიური სიუჟეტები და ახალ რითმებს ეძებდა. გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: "აპოკალიფსის ცხენები" და "თეთრი გიორგი", რომლებიც მისი გარდაცვალების გამო გამოუცემელი დარჩა და რაჟდენ გვეტაძესთან ინახებოდა, შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 1922 წელს ტუბერკულოზით დაავადდა და 1923 წელს გარდაიცვალა. 1959 წელს მისი ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო, მაგრამ ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი. 1970 წელს, უმცროსი ძმის, კუკური გოგიაშვილის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა ლექსების მცირე კრებული "ლექსები", კოლაუ ნადირაძის შესავალი წერილით. 1982 წელს ხელმეორედ გამოვიდა ლექსების წიგნი "ბაბილონი". წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.216; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |