The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე გოგიჩაიშვილი

ფილიპე გოგიჩაიშვილი
სხვა სახელი:უგვარო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1950  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი, გურიის მხარე.

დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება 1901 წელს.

1892 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა პოლიტეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. მისი მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოს და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების საკითხებს ეხება. მისი უშუალო მონაწილეობით თარგმნილ-რედაქტირებულია კ. მარქსის "კაპიტალის" პირველი ტომი (1930); მანვე თარგმნა კ. მარქსის "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის" (1932), "ფილოსოფიის სიღატაკე"(1931), "კაპიტალის მე-2 და მე-3 ტომები (1932-34), "კომუნისტური პარტიის მანიფესტი" (1940), დ. რიკარდოს "პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები" (1937), ა. სმითის "გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ"(ტ. 1, 1938) და სხვ. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1903-1913 წწ. კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელია, 1918-1920 წწ. სახელმწიფო კონტროლიორი (მინისტრი) მენშევიკურ მთავრობაში. 1905-1906 წწ. რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას", 1945-1950 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. პროფესორი, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935).

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 99; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.637

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საქალაქო სათათბირო, ხელმძღვანელი (1903-1913)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამაარსებელი
  • კახეთის რკინიგზის გამგეობა, თავმჯდომარე (1917-1918)
  • სრულად რუსეთის საერობო კავშირი ამიერკავკასიაში, რწმუნებული (1914-1916)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: