The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მაჩაბელი

ივანე მაჩაბელი
Date of birth:8 February, 1854
Date of death:8 July, 1898  (at 44 years)
Category:Translator, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელო თამარაშენი, ახლანდელი ცხინვალის რაიონი.

1870 წელს  ი. მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია. 1871-1874 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას, რამაც დიდი როლი ითამაშა ი. მაჩაბლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ივანე მაჩაბელი დაუახლოვდა  პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს, მასთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ ინტელიგენციაში. 1874-1877 წწ. ი. მაჩაბელი სწავლობდა ჯერ გერმანიაში, ჰოპენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, მერე-პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1879წ. მაჩაბელი დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები და თარგმანები. ი. მაჩაბელი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. იგი იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ. ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა "ვეფხისტყაოსნისათვის". ი. მაჩაბელი 1879 წლიდან "ივერიის" აქტიური თანამშრომელი, ხოლო 1882-1883 წელს რედაქტორი იყო. 1883-1885 წელში იგი რედაქტორობდა გაზ. "დროებას". ი. მაჩაბელმა გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი", სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები, "ადვოკატი მელაძე", "ფრუ-ფრუ ანუ ცქრიალა საძაგელი", "ორ ცეცხლ შუა" და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა ივანე მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. 1898 წლის 26 ივნისს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავი მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონშია მოწყობილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ.,1983.-გვ.508; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Bibliography


Share: