| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა მეუნარგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 1877 წელს ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა. 1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. ენერგიულად იღწვოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. იონა მეუნარგია - ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის მებრძოლი, თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში. ცნობილი ხატმწერისა და ოქრომჭედლის პეპუ მეუნარგიას შვილიშვილი, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.621; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.72; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.276-277 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

