The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანსუღ ღვინჯილია

ჯანსუღ ღვინჯილია
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 2002  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1965 წელს, 1982 წლიდან ჟურნალ "ცისკრის"მთავარი რედაქტორი იყო. გამომცემლობა ''საქართველოს'' დირექტორი.მისი პირველი წიგნია "კრიტიკული წერილები" (1974), მასვე ეკუთვნის წიგნები: "მდინარება" (1975), "წერილები" (1977), "ზომიერების გრძნობა თანამედროვე ქართულ კრიტიკულ აზროვნებაში" (1979), "ტრადიცია და თანამედროვენი" (1982), "პოეტური ენერგია" (1983), "გიორგი სააკაძის პიროვნება" (1980), "სული აღმაშენებელი" (1985). კრიტიკოს-პუბლიცისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. -თბ., 1986.-გვ.589; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.416

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართულ მწერლობაში შეტანილი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: