The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო სამადაშვილი

ნიკო სამადაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1963  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი.

მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. მისი ცხოვრების პერიოდში ერთი ლექსიც არ დაბეჭდილა მიუხედავად იმისა, რომ გერონტი ქიქოძე, ხახტანგ კოტეტიშვილი და ერეკლე ტატიშვილი, თვით გალაკტიონ ტაბიძეც განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში. 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს და ომის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროებები და უკიდურესი სიდუხჭირე ცხოვრობის ბოლომდე სდევდა სამი შვილის მამას. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" გამოვიდა 1973 წელს და მომდევნო 80-იან წლებში.

წყარო: burusi.wordpress.comწყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.277-278

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: