შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადები ადგილი: სოფელი გორისა, საჩხერის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს. 1900-იდან მუშაობდა ექიმად სოფ. ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ ქუთაისში. 1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო "მესამე დასის" წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, "ალიონელი". თანამშრომლობდა ჟურნალ "მოგზაურთან". 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. აღსანიშნავია მისი პიესები: "ქოხში" (1905), "წამხდარი სისხლი" (1905), რომანი-ქრონიკა "სამი დროება" (1931), კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 101 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |