The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლო მიწიშვილი

ნიკოლო მიწიშვილი
Legal name:ნიკოლოზ სირბილაძე
Other name:ნიკოლო მიწიშვილი  (Pseudonym)
Date of birth:8 November, 1896
Date of death:13 July, 1937  (at 40 years)
Category:Poet

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ქუთაისის მაზრა (ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი).

1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებში – ტობანიერსა და საჩინოში1912 წელს, ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" პირველად გამოაქვეყნა ლექსი "მთებში". შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები. 1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს "გოლოს სალდატა." სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან ("მეოცნებე ნიამორები", "პოეზიის დღე", "ბახტრიონი", "ბარიკადი ", "რუბიკონი"). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი "ფიგარო". იმავე წელს გამოიცა კრებული "პოეტი გრუზიი", რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი "წმინდანიანი". იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყოსტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი "შავი ვარსკვლავი". 1922-1925წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი". ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრ. ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ "ახალ საქართველოსთან." სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1926-1928 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას". 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს. 1956 წელს რეაბილიტირებულია.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.281

Member of Organizations

  • ''ცისფერყანწელთა'' ორდენი, წევრი (1918-)

Bibliography


Share: