The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ავალიშვილი

ნიკო ავალიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ავალიშვილი
სხვა სახელი:დავიწყებული  (ფსევდონიმი)
თავისუფალი მეთვალყურე  (ფსევდონიმი)
ივრელი გლეხი  (ფსევდონიმი)
მოამბე  (ფსევდონიმი)
ნარანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1844
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1929  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

8 წლისა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს1862 წელს მოსკოვში გაგზავნეს უნივერსიტეტში შესასვლელად. გარემოება შეიცვალა და იძულებული გახდა იქიდან 1866 წელს დაბრუნებულიყო სწავლა დაუსრულებელი. ნიკო ავალიშვილი მოსკოვში რვა თვე ფრანგის ოჯახში ცხოვრობდა. კარგად შეისწავლა ფრანგული წერა-კითხვა. მთელ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა, წაკითხულ ნაწარმოებებს ქართულად თარგმნიდა. მოსკოვში ძალიან დაუახლოვდა აკაკი წერეთელს. გადაუწყვეტია, მისი მატერიალური დახმარებით დაეარსებინა სტამბა, სადაც ქართულ წიგნებს დაბეჭდავდა. აქვე ქართველი სტუდენტები იმუშავებდნენ და საცხოვრებელ სახსრებს მოიპოვებდნენ. სტამბის დაარსების პროექტი დაიწერა, აკაკიმ ფინანსურად დიდი დახმარება გაიღო, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ნიკო ავალიშვილს თბილისში დაბრუნება მოუხდა. 1869-1872 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს", თანამშრომლობდა ჟურნალ "დროებაში". მისი თხზულებები იბეჭდებოდა "ცისკარში", "მნათობსა" და "ივერიაში". 1870 წელს განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური იყო. ნიკო ავალიშვილი სოფლის ხალხის საკეთილდღეოდაც მოღვაწეობდა. საგარეჯოს ხალხს გულშემატკივრობდა. დიდი დახმარება გაუწია სიღნაღიდან თბილისამდე შოსეს შეკეთებას. საგარეჯოში მცხოვრებლებთან მოლაპარაკებით 1877 წელს გაიხსნა კოოპერატივი "ივრის დამზოგველი ამხანაგობა". იგი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული დრამატული საზოგადოება, წევრი (1893-)

ბიბლიოგრაფია

  • ყაჩაღები : ტრაგედია ხუთ მოქმედებად (მთარგმნელი). - თბილისი, სორაპნის გამოცემა, 1912. - 198გვ.
  • ლუკმა-პურის ამბავი : აღწერა კაცისა და ცხოველებისა (მთარგმნელი). - ტფილისი, ზ. ჭიჭინაძის გამომცემლობა, 1895. - 306გვ.

გააზიარე: