The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე ინგოროყვა

პავლე ინგოროყვა
Date of birth:1 November, 1893
Date of death:20 November, 1983  (at 90 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Scientist, Writer, Publicist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1915 წელს.

სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". 1916 წელს გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1923 წლამდე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს მისი ჟურნალი აკრძალეს. 1928 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი". ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა "ვეფხისტყაოსნისა" და რუსთველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. პავლე ინგოროყვამ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და "ვეფხისტყაოსნის" კვლევას, რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: "რუსთაველიანა" (1926), "რუსთაველიანაზე" (1927), "რუსთაველი და მისი პოემა" (1937), "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" (1940-1941), "შოთა რუსთაველი" (1937), "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" (1953); ამასთანავე, ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" – 1953 და 1971 წლებში. მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი "გიორგი მერჩულე", რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს –1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას. პავლე ინგოროყვა იყო 1919 წელს თურქეთთან მოლაპარაკების დროს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დელეგაციის წევრი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.187; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980.-გვ.132; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.271-272

Member of Organizations

  • დიდი საბჭოთა ენციკლოპედა, სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი (1936-1938)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი

Bibliography


Share: