The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაზი ხანიაშვილი

ნაზი ხანიაშვილი
Date of birth:29 October, 1943  (80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი "სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის" სპეციალობით 1972 წელს.

1994 წლამდე მუშაობდა განათლების უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში პედაგოგად. კითხულობდა ლექციებს საგნებში: "სამშენებლო კონსტრუქციები" და "სამშენებლო მექანიკა". 1982 წლიდან ნათელხედვისა და ნათლადსმენის უნარს იყენებს ავადმყოფთა დისტანციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში. აქვს სამყაროს მეტაფიზიკური ხედვები. შეისწავლა პირველ ადამიანთა ცნობიერება სამყაროს მიმართ, რომელიც გადმოცემულია მითოლოგია, ეთნოგრაფია, არქეოლოგიურ სიმბოლიკაში. ათწლეულებია მუშაობს ბიბლიური კაბალას და ქართული ანბანის, როგორც სამყაროს გენეტიკური კოდის მეტაფიზიკური სიღრმეების შემეცნებაზე, რომელიც მოიცავს მთლიანად სამყაროს ყველა განზომილებათა ერთიან კოსმიურ პროცესს, წარმოაჩენს ერთიან უწყვეტ გენეტიკურ ჯაჭვს, საქართველოს და ქართული გენის მისიას კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე. 1987 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი სტატია 20-ზე მეტ პოპულარულ და სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. წაკითხული აქვს 100-ზე მეტი საჯარო ლექცია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კვლევით ინსტიტუტებში და ფართო საზოგადოების წინაშე.

Bibliography


Share: