შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოტია იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1961 წელს. თხზულებებეს აქვეყნებდა 1954 წლიდან; მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს; ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს; რომანებში ("ვარსკვლავთ ცვენა", 1962; "ტყვეთა ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", 1975) მთავარია ომის თემა; ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი "იყო ერთი ქალი", 1970); ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზღაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვ.); ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე; ავტორია კინოსცენარების "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხ.; ო. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. 2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.-გვ.204; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი (დაარქივებული): web.archive.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.41; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.115; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.170-171 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |