The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევერიან ისიანი

სევერიან ისიანი
სხვა სახელი:ს.ზოგიშელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 1943  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოგიში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1937 წელს.

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1930 წელს ქუთაისში გაზეთ "მუშა და კოლმეურნეში". პირველი კრებული გამოივიდა 1940 წელს. 1939 წლის შემოდგომაზე სევერიან ისიანი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა. შემოქმედებითი მუშაობა მწერალს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. იგი ფრონტიდან გზავნიდა ლექსებსა და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. ს. ისიანის ნარკვევი "საუბარი ფრონტელ მეგობართან" და ოცი კერძო ბარათი დ.  კვრიკველიასადმი ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1957 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების კრებული "ყველაფერს ვხედავ"; მისი ლექსები  თარგმნილია რუსულ ენაზე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.171-172

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება , პასუხისმგებელი მდივანი (1932-1934)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: