The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი მაკალათია

სერგი მაკალათია
დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:30 აპრილი, 1974  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი სეფიეთი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1916 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი  1922 წელს.

1921-1935წწ. მუშაბდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან სწავლობდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას. მისი პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1923 წ. აბაშის რაიონში ჩატარდა, 1923-1939წწ. აბაშის გარდა მოიარა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, გალისა და ოჩამჩირის რაიონები, მოინახულა სამეგრელოს ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ისტორიული ძეგლი. შეკრებილი დიდძალი მასალა გადაამუშავა და 1941 წელს გამოსცა წიგნად "სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია", სამეგრელოში ხანგრძლივი ექსპედიციების შუალედში, 1928-1929წწ. მთიულეთში იმოგზაურა. 1930 წელს გამოსცა მონოგრაფია "მთიულეთი."  ამავე პერიოდში ს. მაკალათიამ მთის რაჭაშიც იმოგზაურა, სადაც საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, უამრავი ხალხური თქმულება და ლექსი ჩაიწერა. ს. მაკალათია ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ პირველი პროფესოიონალი არქეოლოგი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული რეკას, დვანის, ტყვიავის გათხრები და გვიანანტიკური სამარხების კვლევა. 1948 წელს მას მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხოლო 1950 წელს პროფესორის წოდება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 368-369; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხარეთმცოდნეობის საზოგადოება, სწავლული მდივანი (1934-1974)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: