Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგი მაკალათია
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სეფიეთი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1916 წელს, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი. 1921-1935წწ. მუშაბდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე სწავლობდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას. ს. მაკალათიას პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1923 წ. აბაშის რაიონში ჩატარდა, 1923-1939წწ. აბაშის გარდა მოიარა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, გალისა და ოჩამჩირის რაიონები, მოინახულა სამეგრელოს ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ისტორიული ძეგლი. შეკრებილი დიდძალი მასალა გადაამუშავა და 1941 წელს გამოსცა წიგნად "სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია", სამეგრელოში ხანგრძლივი ექსპედიციების შუალედში, 1928-1929წწ. ს. მაკალათიამ მთიულეთში იმოგზაურა. 1930 წელს. გამოსცა მონოგრაფია "მთიულეთი." ამავე პერიოდში ს. მაკალათიამ მთის რაჭაშიც იმოგზაურა, სადაც საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, უამრავი ხალხური თქმულება და ლექსი ჩაიწერა. ს. მაკალათია ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ პირველი პროფესოიონალი არქეოლოგი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული რეკას, დვანის, ტყვიავის გათხრები და გვიანანტიკური სამარხების კვლევა. 1948 წელს მას მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხოლო 1950 წელს პროფესორის წოდება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 368-369 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |