შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკავო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1927 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს თანამოაზრეებთან ერთად ს. ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი "საქართველო - ფენიქსი". 1924-1928წწ. მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: "H2SO4", "ლიტერატურა და სხვა", "დროული" და "მემარცხენეობა". ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის შემდეგ ს. ჩიქოვანი აქტიურად ჩაება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში. 1932 წელს დაინიშნა გამომცემლობა "საბჭოთა მწერალის" მთავარ რედაქტორად. ხოლო 1954-1960წწ. ს. ჩიქოვანი ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი იყო. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-, გვ. 142–143 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |