The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ჩიქოვანი

სიმონ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1902
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1966  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი,თბილისი
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი  ნაესაკავო, აბაშის  რაიონი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1927 წელს. 

სწავლის პარალელურად  მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს თანამოაზრეებთან ერთად ს. ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი "საქართველო - ფენიქსი". 1924-1928წწ. მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: "H2SO4", "ლიტერატურა და სხვა", "დროული" და "მემარცხენეობა". ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის შემდეგ ს. ჩიქოვანი აქტიურად ჩაება  საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში. 1932 წელს  დაინიშნა გამომცემლობა "საბჭოთა მწერალის" მთავარ რედაქტორად.  ხოლო 1954-1960წწ.  ს. ჩიქოვანი  ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი იყო. მისი ლექსები თარგმნილია  მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-, გვ. 142–143

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის თავჯდომარე (1944-1951)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ლიტერატურის დარგში
    სიმღერა დავით გურამიშვილზე /სიმონ ჩიქოვანი.- თბ. : საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1946. - 125,[2]გვ.
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: