შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიტა აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. 1889 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში ლიტერატურისა და ენების შესასწავლად. 1895 წლიიდან მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1896 წლიდან კიტა აბაშიძე "ივერიის" თანამშრომელი ხდება ილია ჭავჭავაძის მიწვევით. 1898 წლიდან იწყება კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკოსის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. ამ წელს "მოამბის" ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი "ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან", ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით კი 1900წ. – ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე. ჩართული იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: "ცნობის ფურცელში", "სახალხო გაზეთსა" და "დროებაში". კ. აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე გამოდის 1893 წლიდან და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა. კ. აბაშიძის ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკის აზროვნების ისტორიაში; ფუნდამენტურმა ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ" საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "დავით კლდიაშვილი", "ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი", "ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.21; ბურუსი: burusi.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |