The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კიტა აბაშიძე

კიტა აბაშიძე
Legal name:ივანე აბაშიძე
Date of birth:28 January, 1870
Date of death:30 December, 1917  (at 47 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

1889 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში ლიტერატურისა და ენების შესასწავლად.

1895 წლიიდან მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1896 წლიდან კიტა აბაშიძე "ივერიის" თანამშრომელი ხდება ილია ჭავჭავაძის მიწვევით. 1898 წლიდან იწყება კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკოსის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. ამ წელს "მოამბის" ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი "ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან", ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით კი 1900წ. – ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე. ჩართული იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: "ცნობის ფურცელში", "სახალხო გაზეთსა" და "დროებაში". კ. აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე გამოდის 1893 წლიდან და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა. კ. აბაშიძის ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკის აზროვნების ისტორიაში; ფუნდამენტურმა ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ" საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "დავით კლდიაშვილი", "ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი", "ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.21; ბურუსი: burusi.wordpress.com

Member of Organizations

  • საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირი, დამაარსებელი
  • წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: