შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოლაუ ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916წ. ჟურნალ "ცისფერ ყანწებში". იყო "ცისფერყანწელების" სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პირველი წიგნი გამოსცა 1920წ. ავტორია პოემებისა: "თვრამეტი წელი", "ფრონტებზე", "როალდ ამუნდსენ", "რიონი-პორტი", მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია "წიწამურიდან საგურამომდე", რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია. წყარო: მამულიშვილთა სავანე /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. -გვ. 285; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.,1984.-გვ.286; burusi.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |