The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ლესელიძე

ოთარ ლესელიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1981  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1933-1942წწ. სწავლობდა ქ. თბილისის მე-4 რკინიგზის სკოლაში. 1942 წლის მარტში საგზაო მინისტრის ბრძანებით გადაყვანილი იქნა მე-8 კლასიდან რკინიგზის ტექნიკუმში. 1942 წლის სექტემბერში მოეწყო მე-4 სარკინიგზო სკოლასთან არსებულ საღამო სკოლაში, პარალელულად სწავლობდა ტექნიკუმში. 1943წ. ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის 18-ე არმიის დაცვის 28-ე ცალკეული ასეულის მსროლელი. 1943წ. თბილისის საარტილერიო სასწავლებელთან არსებული საკანდიდატო ბატარეის წითელარმიელი. 1943-1945წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი. 1945წ. მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 1945წ. 392-ე მსროლელი დივიზიის 955-ე საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაური. 1945-1947წწ. კიევის სამხედრო ოლქის 315-ე განსაკუთრებული სიმძლავრის ცალკეული საარტილერიო დივიზიონის ოცეულის მეთაური. 1947წ. მიენიჭა  ლეიტენანტის სამხედრო წოდება, 1950წ. უფროსი ლეიტენანტის, 1955წ. კაპიტნის სამხედრო წოდება, 1959წ. მაიორის წოდება. 1947-1959წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1949-1950წწ. ოფიცერთა უმაღლესი საარტილერიო სკოლის მსმენელი. 1959-1961წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის არტილერიის მასწავლებელია. 1961-1962წწ. სამხედრო ნაწილის 83781 ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე. 1962 წლიდან სამხედრო საარტილერიო აკადემიის უმაღლესი აკადემიური კურსების მსმენელი. 1963-1966წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-4 არმიის 77032 სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი – სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე. 1964წ. მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1966-1970წწ. სამხედრო ნაწილის 55503 შტაბის უფროსი – სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე. 1970-1978წწ. ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის ბაქოს 26 კომისართა სახელობის თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო წითელდროშოვანი სასწავლებლის კურსანტთა დივიზიონის მეთაური. 1971წ. მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან თადარიგში ავადმყოფობის გამო, სამხედრო ფორმის ტარების უფლებით.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, საპატიო სიგელი
    ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი და სამხედრო პატრიოტული მუშაობისათვის, დაბადების ორმოცდაათ წელთან დაკავშირებით
  • 1970 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, საპატიო სიგელი
    კადრების მომზადების საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის და სასწავლებლის დაარსების ორმოცდაათ წელთან დაკავშირებით

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: