The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა ყურაშვილი

ცირა ყურაშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. 

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1987 წელს. 

1986-1993წწ. მუშაობდა ჟურნალ"განთიადის" რედაქციაში კორექტორად, ლიტმუშაკად, განყოფილების გამგედ. 2004 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაზეთი "ენიგმა", რომელიც 2006 წლიდან ჟურნალის სახით გამოიცემა. 1993 წელს მისი ლექსები შევიდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში. 1996 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ასფალტის ყვავილები"; 1999 წელს - ზღაპრის წიგნი "ქრისტესია"; 2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა მწერალთა ერთობლივი კრებული საბავშვო ლექსებისა "ლილე"; 2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ "ალტერნატივა", მწერლის მოთხრობა "უკან არ მიიხედო" წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა; 2005 წელს მოთხრობა შევიდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ ორტომეულში - "ქალი, სახე და პრობლემა"; 2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ანბანური პერიოდი"; 2008 წელს მოთხრობების და მინიატურების კრებული; 2011 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი პროზაული ნაწარმოებების კრებული "ხიზნები კომანის მონასტერთან". 2012 წელს ამ წიგნით გახდა ლიტერატურულ კონკურს "საბას" ნომინანტი. 2013 წელს გამომცემლობა "საუნჯეში" დაიბეჭდა მისი ლექსების წიგნი "სამოთხის სარკმელი"; 2016 წელს კი გამოიცა მისი მომდევნო პროზაული კრებული "ჟამსა თამაშობისასა" და ესეების კრებული "ვინ გაიტანს თეფშებს"?; 2017 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს "საბას" ნომინანტი ნოველათა კრებულისათვის "ჟამსა თამაშობისასა".

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა ასოციაცია "ურანი", პასუხისმგებელი მდივანი (1991-)
  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", ხელმძღვანელი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: