The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1925
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 2001  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მოიწვიეს. 1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა ,"გაიუს გრაკხუსი", რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები, "მედეა", "სპარტაკი", "ქუთათურები",  რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. 1976-81 წლებში გამოქვეყნდა ლ. სანიკიძის საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება "უქარქაშო ხმლები", რომელმაც რამდენიმე გამოცემას გაუძლო. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: "ანტიკური ქვეყნების ისტორია", "ამბავი კოლხი ასულისა", "რომის იმპერია", "მარიუსი და სულა", "კვერთხი ეშმაკთა", "კეისარიადა", "სამას-სამასი", "ალექსანდრე მაკედონელი", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "წიგნი მოწამეთა", "პონტოელნი", "მკვლელობა ხობის წყლის პირას", "პუნიკური ომები". ლევან სანიკიძის შემოქმედებას ეკუთვნის ასევე: პიესები და წერილები.

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: buki.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.232

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: