Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო ქიაჩელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ობუჯი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი ("შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია ("Escalade"), დუმილის თეორია ("სტეფანე", "ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა ("ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა. ქიაჩელის პირველი რომანი "ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. ქიაჩელის მომდევნო რომანი "სისხლი"(1926-1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა "გვადი ბიგვამ", რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება. ქიაჩელის უკანასკნელი რომანი "მთის კაცი" (1948) სამამულო ომს ეძღვნება. ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.524 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |