The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა კავკასიძე

ალექსანდრა კავკასიძე
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 1994  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1928 წელს.

1937-1942წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ალკკ ცეკასთან არსებულ პიონერხელმძღვანელთა რესპუბლიკურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1942 წლიდან კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დარბაზების განყოფილების გამგედ; 1954 წლიდან ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1968-1984წწ. ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი რედაქტორობით დაისტამბა "ქართული პერიოდული გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის" რამდენიმე ტომი, რომელიც შემდგომში ქართველ მეცნიერთა სამაგიდო წიგნი გახდა.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: